Diario AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, "ბარსელონას" რადარზე კიდევ ერთი მარჯვენა მცველი გამოჩნდა.
საუბარია "მალიორკას" ფლანგელ პაბლო მაფეოზე. მაფეოს შეძენა "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 6-8 მილიონი ევრო დაუჯდებათ, მისი ხელფასი კი საკმაოდ მოკრძალებული იქნება.
წყაროს თანახმად, ჩავის მარჯვენა მცველად ისეთი ფეხბურთელის მოყვანა სურს, რომელიც უფრო დაცვითი ყაიდის იქნება და ალეხანდრო ბალდეს დააბალანსებს. პაბლო ამ კრიტერიუმს ზედმიწევნით აკმაყოფილებს.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი ის ფეხბურთელია, რომელსაც ლიონელ მესიმ მისი კარიერის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე უწოდა. მაშინ პაბლო "ჟირონაში" თამაშობდა და ლეოს პერსონალურ მეურვეობას უწევდა ხოლმე.
მაფეოს "მალიორკასთან" კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე აკავშირებს.
26 წლის მოთამაშემ გასულ სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში 2 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.