2 წლის და 6 თვის წინ
დრო არ ითმენს - "ბარსამ" გადაწყვეტილება უნდა მიიღოს
ავტორი
Aa
"პარი სენ ჟერმენი" და ნეიმარი ერთმანეთთან დამშვიდობების საუკეთესო გზის მოძებნას ცდილობენ, - იუწყება ფაბრიციო რომანო.
იტალიელი ჟურნალისტის თანახმად, ახლა "ბარსელონამ" უნდა გადაწყვიტოს, დაიმატებს თუ არა 31 წლის მეგავარსკვლავს.
კვლავ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურის მორგება ბრაზილიელი შემტევის ოცნება გახლავთ.
ის, თუ რა ფორმით დატოვებს ნეიმარი პარიზს, ჯერ უცნობია. პრესაში გაიჟღერა როგორც გაყიდვის, ასევე განათხოვრებისა და კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტებმა.
შეგახსენებთ, რომ ნეის დაბრუნებას "ბლაუგრანას" თავკაცი, ჩავი ერნანდესი სკეპტიკურად უყურებს, თუმცა მის გადარწმუნებას კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ეცდება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი