1 წლის და 3 თვის წინ
ნეიმარი "ბარსას" დაუკავშირდა - რისთვის არის მზად ბრაზილიელი
ნეიმარი "ბარსას" დაუკავშირდა - რისთვის არის მზად ბრაზილიელი

ჟურნალისტი ადრიან სანჩესი ნეიმარ ჟუნიორისა და "ბარსელონას" სატრანსფერო საგის შესახებ ახალ ცნობებს გვთავაზობს.

წყაროს თანახმად, ბრაზილიელი მეგავარსკვლავი "ბლაუგრანას" დაუკავშირდა და მათ პირდაპირ უთხრა, რომ გუნდში დასაბრუნებლად ძალიან დიდი ძალისხმევის გაღებისთვისაა მზად.

მიუხედავად ამისა, "ბარსას" მთავარი მწვრთნელი კვლავ თავის აზრზე რჩება. ჩავი ერნანდესს არ სჯერა, რომ ნეის დაბრუნება გუნდისთვის დადებითი შედეგების მომტანი იქნება.

მნიშვნელოვანია ფინანსური ასპექტიც.

Sport-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ნეიმარს "პსჟ-დან" საუდის არაბული კლუბი წაიყვანს და მას ერთი სეზონით გაანათხოვრებს "ბარსელონაში", კატალონიელებს ფეხბურთელისთვის წლიურ ხელფასად მაქსიმუმ 12 მილიონი ევროს დანიშვნა შეეძლებათ.

ასეა თუ ისე, 31 წლის შემტევს "ბარსაში" დაბრუნების მცდელობა აუცილებლად ექნება. ახლა ისაა გასარკვევი, ემთხვევა თუ არა კატალონიური გრანდისა და ნეის სურვილები ერთმანეთს.


Facebook კომენტარები