ფეხბურთელთა რეგისტრაცია ის პრობლემაა, რომელიც ბოლო წლებში "ბარსელონას" უცვლელ თანმდევად იქცა. უკვე რიგით მესამე ზაფხულია, რაც კატალონიურ გრანდს საკუთარი მოთამაშეების ლა ლიგაში დარეგისტრირება ძალიან უჭირს.
"ბლაუგრანას" ამჟამინდელი მდგომარეობა Diario AS-ის ჟურნალისტმა ხავი მიგელმა შეაჯამა:
"ამ მომენტისთვის, "ბარსელონას" ლა ლიგის სტარტზე მხოლოდ ტერ შტეგენი, კრისტე, კუნდე, ერიკ გარსია, ფრენკი დე იონგი, პედრი, გავი, ფერანი, რაფინია, ანსუ და ლევანდოვსკი ჰყავს ხელმისაწვდომი.
"ბარსელონამ" ჯერ კიდევ უნდა დაარეგისტრიროს რონალდ არაუხო, ალეხანდრო ბალდე, მარკოს ალონსო, სერხი რობერტო, ორიოლ რომეუ, ილქაი გიუნდოგანი, აბდე, ინიაკი პენია და ინიგო მარტინესი... ლა ლიგის დაწყებამდე 24 საათი რჩება..."
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის ახალი სეზონი პარასკევს, "ალმერიასა" და "რაიო ვალეკანოს" მატჩით იხსენება.
რაც შეეხება "ბარსას", პირველი ტურის შეხვედრას კატალონიელები "ხეტაფეს" წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი კვირას, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.