2 წლის და 6 თვის წინ
ანსუ ფატის 2 გრანდი უმიზნებს
ავტორი
Aa
ანსუ ფატის "პარი სენ ჟერმენი" და მადრიდის "ატლეტიკო" უმიზნებენ, - იუწყება Mundo Deportivo.
მიუხედავად ამისა, ესპანელ თავდამსხმელს "ბარსელონადან" წასვლა ჯერ არ გადაუწყვეტია. მას ჩავის გუნდში დარჩენა და სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლა სურს.
თუ 20 წლის ფორვარდი ჯეროვან სათამაშო დროს კვლავ ვერ მიიღებს, მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე მისი აბარგება გარდაუვალი გახდება.
გეტყვით, რომ მიმდინარე ზაფხულს შეთავაზებით "ლურჯ-ბროწეულისფერთ" "პსჟ-დანაც" მიმართეს და "ატლეტიკოდანაც". იყო "ვესტ ჰემის" მიერ გაკეთებული წინადადებაც.
შეგახსენებთ, რომ პრესეზონზე ფატიმ ორი გოლით გამოიჩინა თავი. ახალ სეზონს იგი საკმაოდ კარგ ფორმაში ხვდება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი