2 წლის და 8 თვის წინ
ნეიმარი ან ჟოაუ - ჩავი დილემის წინაშეა
ნეიმარი ან ჟოაუ - ჩავი დილემის წინაშეა

"ბარსელონაში" დარწმუნებულნი არიან, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე ჩავი ნეიმარის ან ჟოაუ ფელიქსის დამატებას დასთანხმდება, - იუწყება Mundo Deportivo.

კატალონიურ გრანდს საკუთარ თავს ორივე ფეხბურთელი სთავაზობს.

წყაროს თანახმად, ჟოაუც და ნეიმარიც იჯარის წესით მოვლენ. ბრაზილიელმა მეგავარსკვლავმა ხელფასი უნდა შეიმციროს და ამ თანხის ნაწილი "პსჟ-მ" უნდა გადაიხადოს. რაც შეეხება 23 წლის პორტუგალიელს, ტრანსფერს იჯარა+გამოსყიდვის უფლების სახე ექნება.

"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს დიდად გული არცერთი მათგანისკენ არ მიუწევს. ჩავი ერნანდესი ისევ ფიქრობს, რომ გუნდს მარჯვენა მცველი და შემტევი ნახევარმცველი სჭირდება. გარდა ამისა, ჩავის აზრით, სათამაშო სტილს ვერც ნეიმარი მოერგება და ვერც ჟოაუ ფელიქსი და ისინი გუნდის გასახდელში არსებულ ატმოსფეროსაც გააუარესებენ.

ასეა თუ ისე, "ბლაუგრანას" უპირატესობად ის აქვს, რომ არც "ატლეტიკოსა" და არც "პსჟ-ს" ვარსკვლავების შენარჩუნება არ უნდათ.

კატალონიურ გრანდში ფიქრობენ, რომ ფინანსურ ფეარ-პლეიში საკმარის ადგილს გამოძებნიან, რათა რომელიმე შემტევი დაიმატონ.


Facebook კომენტარები