2 წლის და 8 თვის წინ
ცნობილია - რამ შეიძლება შეცვალოს ჩავის პოზიცია ნეიმარის ტრანსფერზე
ცნობილია - რამ შეიძლება შეცვალოს ჩავის პოზიცია ნეიმარის ტრანსფერზე

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი ნეიმარის კატალონიურ გრანდში დაბრუნებას გუნდისთვის პოზიტიური შედეგის მომტანად არ მიიჩნევს. სწორედ ეს აფერხებს ბრაზილიელის ტრანსფერის განხორციელებას.

Diario AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი შანსი არსებობს.

გასაღები აქ თავად ჩავის ხელშია. 43 წლის სპეციალისტს შეუძლია, რომ ბრაზილიელ მეგავარსკვლავს დაუკავშირდეს და ის პირობები აუხსნას, რომლებიც მას აქვს. 

იმ შემთხვევაში, თუ ნეიმარი ჩავის ყველა პირობაზე განაცხადებს თანხმობას, მისთვის კარიც გაიხსნება.

31 წლის შემტევს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურის მორგება ძალიან უნდა, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი ჩავის ნებისმიერ რამეზე დასთანხმდება. 

ცნობისთვის, "პარი სენ ჟერმენი" და ნეიმარი ახლა ერთმანეთთან დაშორების ფორმაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. 


Facebook კომენტარები