1 წლის და 3 თვის წინ
სერხი რობერტო: "ნეიმარს ველაპარაკე"
სერხი რობერტო: "ნეიმარს ველაპარაკე"

"ბარსელონას" კაპიტანმა სერხი რობერტომ დაადასტურა, რომ "პარი სენ ჟერმენის" 31 წლის მეგავარსკვლავს, ნეიმარ ჟუნიორს "ბლაუგრანაში" დაბრუნება უნდა.

"ნეიმარს ველაპარაკე. იგი "ბარსელონაში" დაბრუნების შესაძლებლობით ძალიან აღელვებულია.

მე მინდა, რომ ნეიმარი "ბარსაში" დაბრუნდეს.

ნეიმარი ძალიან მიყვარს ყველაფერი იმის გამო, რასაც გუნდში ერთად მივაღწიეთ. ის განსხვავებული ფეხბურთელია, მნიშვნელოვანი ტალანტი... მისი დამატება? ეს საკითხი ხელმძღვანელობამ და მთავარმა მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტონ," - თქვა რობერტომ..

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი შემტევის "პსჟ-დან" წასვლა გადაწყვეტილია. ახლა მხარეები იმაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რა ფორმით დაშორდებიან ერთმანეთს.

რაც შეეხება "ბარსას", ესპანური პრესის მიხედვით, ჟოან ლაპორტას ნეიმარის დაბრუნება აუცილებლად მიაჩნია, ჩავი ერნანდესი კი ამ ოპერაციას ეწინააღმდეგება.


Facebook კომენტარები