როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” მარჯვენა მცველის პოზიციაზე გაძლიერებას გეგმავს.
გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diairio AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” “ვილიარეალის” ახალგაზრდა მარჯვენა მცველის, ხუან ფოიტის დამატებას გეგმავს.
"ბლაუგრანას" პრობლემას უქმნის ის, რომ არგენტინელი ფლანგელის თაობაზე "ყვითელი წყალქვეშა ნავი" კომპრომისზე არ წავა. "ყვითლები" ფოიტს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევიან, თუ მათ გამოსასყიდ თანხას გადაუხდიან.
გამოსასყიდი თანხა ახლა 40 მილიონი ევროა, აგვისტოს ბოლოს კი 54 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ხუანით დაინტერესებულია "ასტონ ვილაც".
შეგახსენებთ, რომ ჟერარ რომეროს ცნობების მიხედვით, 25 წლის ფეხბურთელმა "ვილიარეალს" "ბარსაში" თამაშის სურვილი უკვე გაუმხილა.
ცნობისთვის, ხუან ფოიტმა გასულ სეზონში ჩატარებულ 30 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.