"მესის დეჟავუ" - ლეო კრიზისულ მდგომარეობაშია

"მესის დეჟავუ" - ლეო კრიზისულ მდგომარეობაშია

კვირას გამართული "ელ კლასიკო" "ბარსასთვის" მტკივნეული გამოდგა.

მატჩის შემდგომ ხერარდ პიკემ განაცხადა, რომ ამ ფორმაციის გუნდი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი "რეალია", რომელსაც ოდესმე დაპირისპირებია. სულ მცირე, პირველ ტაიმში ასე იყო..

თუ ლოგიკურ მსჯელობას გავყვებით, ასეთ "ბლანკოსთან" დამაჯერებელი სხვაობით წამგები "ბარსა", გაცილებით ცუდი გუნდია, რაზეც დანამდვილებით ვიცით, რომ მადრიდში საერთოდ არ ინერვიულებენ.

არგენტინული გამოცემის, Ole-ს დღევანდელი ნომრის გარეკანზე ლეო მესი იქნა დატანილი. "ლა პულგასადმი" მიძღვნილ სტატიაში ვკითხულობთ, რომ თუ ის ჩვეულ დონეზე ვერ თამაშობს, "ბარსა" კატასტროფულად ეცემა.

გასულ კვირას "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" "ეიბარს" 5:0 გადაურეს, საიდანაც ოთხი ბურთი სწორედ მესიმ შეაგდო.

ამის შემდგომ "ბლაუგრანა" ჯერ "ნაპოლის" დაუზავდა, მერე კი "რეალთან" დამარცხდა. ორივე შეხვედრაში ლიონელი უფერული იყო და შესაბამისად, ჩაქრა "ბარსელონაც".

მესიზე დამოკიდებულების მასშტაბი კარგად რომ გავიაზროთ, შეგახსენებთ, რომ გუშინ თამაშის გადასარჩენად მოედანზე გამოუვალი მდგომარეობის გამო "ლეგანესიდან" საჩქაროდ შეძენილი მარტინ ბრეითუეიტი და 17 წლის ანსუ ფატი შემოვიდნენ.

ნათელი ხდება, რომ ლეო "ბარსაში" უკვე იმავე პრობლემას აწყდება, რაც არგენტინის ეროვნულ ნაკრებში სტანჯავს: ორივე გუნდი მხოლოდ ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელზეა დამოკიდებული და მათ სხვა იარაღი უბრალოდ არ გააჩნიათ.

8 თვის წინ
620 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 92
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ