1 წლის და 3 თვის წინ
"ბარსელონა" კანსელუს და ნეიმარის მოყვანას ეცდება
"ბარსელონა" კანსელუს და ნეიმარის მოყვანას ეცდება

ესპანურმა Sport-მა "ბარსელონას" სატრანსფერო გეგმების შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ფინანსურ ფეარ-პლეიში დარჩენილ სივრცეს ნეიმარ ჟუნიორისა და ჟოაუ კანსელუს მოსაყვანად გამოიყენებენ. ორივე ფეხბურთელი გუნდს იჯარის წესით დაემატება.

იმისათვის, რათა "ბლაუგრანამ" ნეიმარი დაიმატოს, 31 წლის მეგავარსკვლავი "პსჟ-დან" საუდის არაბულმა "ალ ჰილალმა" უნდა შეიძინოს და "ბარსაში" ერთი წლით გაანათხოვროს. არაბული კლუბის ამ ოპერაციის განხორციელებაში დარწმუნება თავად ბრაზილიელს მოუწევს.

რაც შეეხება კანსელუს, "ბარსა" "მანჩესტერ სიტის" მოელაპარაკება და აქ მესამე მხარის ჩართვის აუცილებლობა არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელეს "პარი სენ ჟერმენში" ტრანსფერი უკვე გაოფიციალურდა, რაც კატალონიურ გრანდს კიდევ უფრო გაძლიერების საშუალებას აძლევს.


Facebook კომენტარები