2 წლის და 6 თვის წინ
ოფიციალურად: უსმან დემბელე "პსჟ-ს" ფეხბურთელია
ავტორი
Aa
"პარი სენ ჟერმენმა" უსმან დემბელეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ფრანგმა გარემარბმა ლიგა ერთის ჩემპიონებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ხელფასი იმაზე 4-ჯერ მაღალი იქნება, ვიდრე "ბარსელონაში" გახლდათ.
"ბლაუგრანას" ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტრანსფერის ღირებულება 50.4 მილიონი ევროა, თუმცა ჯერ უცნობია, ამ თანხის რა წილი შეხვდებათ კატალონიელებს.
ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, "ბარსას" მხოლოდ 25 მილიონი ევრო დარჩება, 25 მილიონ ევროს კი უსმანი და მისი აგენტი გადაინაწილებენ.
შეგახსენებთ, რომ დემბელე "ბარსელონამ" დორტმუნდის "ბორუსიადან" 2017 წელს შეიძინა. მასში 135 მილიონი ევრო გადაიხადეს. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ჩატარებულ 185 მატჩში ფრანგმა 40 გოლი და 43 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი