3 წლის და 9 თვის წინ
ბალდეს მხარემ "ბარსელონას" მოთხოვნა წაუყენა
ავტორი
Aa
Diario Sport-ის ჟურნალისტი, ლუის მიგელსანსი იტყობინება, რომ ალეხანდრო ბალდეს აგენტი, ჟორჟე მენდეში და "ბარსელონა" ახალ კონტრაქტზე შეთანხმებასთან დაკავშირებით, ბოლო შეხვედრას გეგმავენ.
ესპანელს ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება, ახალი ხელშეკრულება კი 2027 წლამდე გაფორმდება.
ალეხანდროს მთავარი მოთხოვნაა, მიიღო ისეთივე ხელფასი, როგორიც აქვთ არაუხოს და გავის, ეს კი წელიწადში მიახლოებით 7 მილიონი ევროა.
"ბარსელონა" მარცხენა მცველთან ახალ კონტრაქტს 1 ივლისამდე ვერ დაარეგისტრირებს. მიუხედავად ამისა, კატალონიელებს სურთ შეთანხმების რაც შეიძლება მალე დახურვა.
ცნობისთვის, ბალდემ ამ სეზონში 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც საკუთარ ანგარიშზე 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი