3 წლის წინ
"ბარსელონას" შეიძლება სასამართლოში უჩივლონ
ავტორი
Aa
უსმან დემბელეს აგენტი, მუსა სისოკო "ბარსელონასთვის" სასამართლოში ჩივილს განიხილავს, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი როხერ ტორელო.
სისოკოს ძალიან აბრაზებს, რომ დემბელეში "პარი სენ ჟერმენის" გადახდილი თანხიდან მას არაფერი შეხვდა.
50.4 მილიონი ევროდან 35 მილიონ ევროს "ბლაუგრანა" იტოვებს, დარჩენილი თანხა კი დემბელეს გადაეცემა. "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ფიქრობენ, რომ მუსას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რათა მისი წილიც ყოფილიყო გათვალისწინებული.
კონტრაქტში ჩადებული პუნქტის ასეთ ინტერპრეტაციას სისოკო არ ეთანხმება და თავისი ინტერესების ბოლომდე დაცვას გეგმავს.
ცხადია, აგენტს "პსჟ-სგან" გარკვეული თანხა შეხვდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მას არ აკმაყოფილებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
10 თვის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
10 თვის და 4 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
11 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
11 თვის და 1 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი