1 წლის და 3 თვის წინ
"ვერავის დარჩენას შეგპირდებით" - ჩავი "ხეტაფესთან" მატჩის წინ
"ვერავის დარჩენას შეგპირდებით" - ჩავი "ხეტაფესთან" მატჩის წინ

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ "ბარსელონა" ლა ლიგის ახალ სეზონს გახსნის. კატალონიელები "ხეტაფეს" დაუპირისპირდებიან.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

"გუნდი სეზონს კარგი შედეგებითა და თავდაჯერებით ხვდება, მაგრამ გადამწყვეტი მომენტი ხვალიდან დგება."

"ანსუ ფატი? მისით კმაყოფილი ვარ. ანსუ კლუბის აწმყოსა და მომავლის მემკვიდრეობას წარმოადგენს. გადაწყვეტილებას 31 აგვისტომდე მივიღებთ. ვერავის დარჩენას შეგპირდებით, რადგან სატრანსფერო ფანჯარა ღიაა."

"ნახევარდაცვაში უფრო შემტევი ფეხბურთელი გვჭირდებოდა და გიუნდოგანით გავძლიერდით. ასევე ფერმინ ლოპესი და ლამინეც. გვყავს აბდე ეზალზული. თავდასხმის ხაზში მრავალფეროვნება გვაქვს."

"კლუბი თავდაუზოგავად მუშაობს. ვიმედოვნებ, რომ ხვალისთვის მოთამაშეთა უმეტესობა დარეგისტრირებული გვეყოლება."

"ხვალ ძლიერ მეტოქეს ვხვდებით. ლა ლიგის დაწყება რთულია. გვინდა, რომ კარგი სტარტი გვქონდეს."

"ნეიმარი? უკვე ვთქვი, რომ სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტომდეა ღია. ახლა მთლიანად "ხეტაფეზე" ვარ ფოკუსირებული. სხვა ვერაფერს გეტყვით. ტრანსფერებზე არ ვილაპარაკებ."

"თუ რაიმე არ შეიცვალა, ვიტორ როკე იანვარში შემოგვიერთდება."

"ვფიქრობ, ლამინე წუთების მისაღებად მზადაა."

"მარკოს ალონსო ზუსტად ისეთივე სიტუაციაშია, როგორშიც ანსუ. სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტომდეა გახსნილი და ვნახავთ, რომელი ფეხბურთელები დარჩებიან."

შეგახსენებთ, რომ "ხეტაფესა" და "ბარსას" მატჩი ხვალ თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები