1 წლის და 9 თვის წინ
"ბარსას" ლეომდე არავინ იცნობდა" - მესის ძმის სკანდალური განცხადებები
"ბარსას" ლეომდე არავინ იცნობდა" - მესის ძმის სკანდალური განცხადებები

"ბარსელონას" არგენტინელი ლეგენდის, ლიონელ მესის ძმამ, მატიას მესიმ "ტვიჩზე" თავისი სტრიმის მიმდინარეობისას, სკანდალური განცხადებები გააკეთა:

"ბარსელონაში" ხალხმა მესის მხარი არ დაუჭირა. ისინი უნდა ამბოხებულიყვნენ ან რამე მსგავსი უნდა გაეკეთებინათ. ლაპორტა გაეშვათ და მესი დაეტოვებინათ. ესპანელები მოღალატეები არიან. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ მინდა ეს ჩვენგან გაიგონ, სხვა არავისგან."

"სახლში მაქვს SPORT-ის სტატია, რომელშიც წერია: "მესი ბარსელონაში უნდა დაბრუნდეს". მე ამას შემდეგი აღწერა გავუკეთე: "ჰაჰაჰა, ჩვენ ბარსელონაში არ დავბრუნდებით და თუ ამას მაინც გავაკეთებთ, დიდ წმენდას ჩავატარებთ. მათ შორის, ლაპორტასაც გავაგდებთ."

"მესიმდე ბარსელონას არავინ იცნობდა. "რეალი" მათზე გაცილებით დიდი იყო. "ბარსელონას" მთელი მუზეუმი მესისგან შედგება და ნახეთ, ეს როგორ დაუფასეს."

"პედრი თუ გავი? არცერთი მომწონს, მაგრამ მაინც გავის ვიტყოდი."

ესპანურ პრესაში ბევრჯერ დაწერილა, რომ მესების ოჯახი "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობის ქმედებებით გულნატკენი გახლდათ, თუმცა ის, რაც მატიას მესიმ განაცხადა, აქამდე არსებულ ყოველგვარ მოლოდინს სცდება.

შეგახსენებთ, რომ ლეოს "ბარსამ" კარისკენ 2021 წლის აგვისტოში მიუთითა. ოფიციალური ვერსიის თანახმად, კლუბმა ოქროს ბურთის შვიდგზის ფეხბურთელის შენარჩუნება ლა ლიგის რეგულაციების გამო ვერ მოახერხა.


Facebook კომენტარები