სოფიან ამრაბატი მზად იყო, რომ "ბარსელონაში" უფასოდ ეთამაშა, - იუწყება აშრაფ ბენ აიდი.
ცნობილი ჟურნალისტის ინფორმაციით, მაროკოელმა ნახევარმცველმა "ფიორენტინას" შემდეგი რამ შესთავაზა: ის თანხა, რომელიც მას ხელფასის სახით "ბლაუგრანაში" უნდა მიეღო, მთლიანად ტოსკანელებს გადაეცემოდათ. ამით დაიფარებოდა ამრაბატის იჯარის ღირებულებაც.
26 წლის შუახაზელის აგენტს წინადადებები "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედისგანაც" ჰქონდა, თუმცა სოფიანს მხოლოდ "ბარსაში" სურდა თამაში.
შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" "ფიორეს" ამრაბატის 6-თვიან იჯარაში 4 მილიონ ევროს სთავაზობდნენ და ზაფხულში ფეხბურთელის 37 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებასაც იღებდნენ.
მიუხედავად სოფიანისა და "ბარსას" მოწადინებისა, ტრანსფერი არ შედგა, ეს კი "ფიორენტინას" მკაცრმა პოზიციამ განაპირობა.
უდიდესი ალბათობით, მაროკოელს "ბლაუგრანა" სეზონის დასრულების შემდეგ მიუბრუნდება.