1 წლის და 3 თვის წინ
"თავს შერცხვენილად ვგრძნობდი" - დე იონგი 2:8-ს იხსენებს
"თავს შერცხვენილად ვგრძნობდი" - დე იონგი 2:8-ს იხსენებს

"ბარსელონას" ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა El Periodico-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

ერთ-ერთ საკითხად ჟურნალისტმა 26 წლის ფეხბურთელს თავისი კარიერის ყველაზე მტკივნეული მარცხების დასახელება სთხოვა.

"ყველაზე მწარე მარცხი? 2:8 "ბაიერნთან". ის რაც ვიგრძენი, რთული ასახსნელია. როგორც "ბარსელონას" ფანს, ძალიან მრცხვენოდა. ერთ-ერთმა უდიდესმა კლუბმა ასე არ უნდა წააგოს. ვფიქრობდი, ეს როგორ დავუშვით-მეთქი.

ასევე ჩემპიონთა ლიგაზე "ტოტენჰემთან" და მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებთან განცდილმა მარცხებმა დამტოვეს ძალიან იმედგაცრუებული," - თქვა ფრენკიმ.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნთან" "ბარსამ" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მარცხი ჩემპიონთა ლიგის 2019/2020 წლების სეზონის მეოთხედფინალური ეტაპის ეგიდით განიცადა. "ტოტენჰემის" წინააღმდეგ "აიაქსმა" 2019 წელს, უკანასკნელ წამზე წააგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალის მიღმა დამარცხდა, ნიდერლანდები-არგენტინის ჯახი კი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში შედგა. მისი ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.


Facebook კომენტარები