logo

მესი დასვენებას ვერ ახერხებს - რამდენი მატჩი გამოტოვა ლეომ ოქტომბრის შემდეგ

მესი დასვენებას ვერ ახერხებს - რამდენი მატჩი გამოტოვა ლეომ ოქტომბრის შემდეგ

მიმდინარე სეზონში "ბარსელონა" ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. ფეხბურთელების ტრავმები გუნდზე, რა თქმა უნდა, მოქმედებს. ამის მაგალითია ის, რომ გუნდის ლიდერი, ლიონელ მესი დასვენებას, ფაქტობრივად, ვერ ახერხებს და ბოლო შეხვედრებში სულაც ტრავმით თამაშობს. ეს კარგად გამოჩნდა "ელ კლასიკოშიც", რომელიც აშკარად ყველაზე ცუდი მატჩი იყო "ლა პულგასთვის".

მოგეხსენებათ, არგენტინელი სეზონის დასაწყისში ტრავმირებული იყო და რამდენიმე შეხვედრის გამოტოვებამაც მოუწია, თუმცა 6 ოქტომბრის შემდეგ, როცა ის დაბრუნდა, მხოლოდ 2 შეხვედრა გამოტოვა. ამასთან, ლეო ყველა მატჩში ბოლომდე რჩება მინდორზე. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მესის გარეშე გუნდი უბრალოდ ვერ თამაშობს. 

პირველად ოქროს ბურთის ექვსგზის მფლობელმა 10 დეკემბერს, "ინტერთამ" საგარეო შეხვედრა გამოტოვა, რადგან "ბარსას" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი უკვე გარანტირებული ჰქონდა. მეორედ კი კოპა დელ რეის 1/16 ფინალში დაისვენა "იბიცას" წინააღმდეგ. 

სამწუხაროდ, ნაკლებად სავარაუდოა, მესიმ დარჩენილ მატჩებში მაინც მოახერხოს დასვენება. სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. "ბარსა" ლა ლიგაში "რეალს" უკვე ჩამორჩა და არც ლიგაზე აქვს მშვიდად საქმე. ასე, რომ ლეოს გარეშე ვერაფერი გამოვა. 

4 თვის წინ
473 / 0
სესე გოგიაშვილი
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ