3 წლის და 2 თვის წინ
მოულოდნელი სიახლე - "ბარსა" ნეიმარისთვის ბრძოლაში ბრუნდება
ავტორი
Aa
ნეიმარის სატრანსფერო საგაში მოულოდნელი სიახლეებია, - იუწყება Mundo Deportivo.
წყაროს თანახმად, უკანასკნელ საათებში "ბარსელონას" ინტერესი გაძლიერდა. ახლა გამორიცხული არ არის, რომ ბრაზილიელი მეგავარსკვლავი 1 სეზონით "ბლაუგრანას" შეუერთდეს, მომდევნო 3 წელი კი საუდის არაბეთში გაატაროს.
ესპანური გამოცემა წერს, რომ ჩავი ერნანდესი 31 წლის შემტევის ტრანსფერს ახლა აღარ ეწინააღმდეგება, თუმცა არც მისი დიდი მომხრეა.
ასეა თუ ისე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სატრანსფერო საგა ჯერ კიდევ ცოცხალია.
ცნობისთვის, RMC Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "პსჟ" და "ალ ჰილალი" უკვე შეთანხმდნენ და მწვანე შუქი ნეიმარმაც აანთო. ფრანგული გამოცემა ირწმუნება, რომ ნეი საუდის არაბეთში სეზონში 100 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი