L'Equipe: დემბელეს ტრავმიანობა მესის ბრალია

L'Equipe: დემბელეს ტრავმიანობა მესის ბრალია

ფრანგული მედია იტყობინება, რომ უსმან დემბელეს გაუთავებელი ტრავმიანობა "ბარსელონას" ბრალია.

L'Equipe-ს თანახმად, სავარჯიშო სესიებზე არსებული ნელი ტემპი განაპირობებს იმას, რომ მატჩის დროს ფრანგი გარემარბი კონდიციებში ვერ არის და იოლად ზიანდება.

წყაროს მიხედვით კი ვარჯიშზე ტემპს "ბლაუგრანას" ვეტერანი ლიდერები - ლიონელ მესი, სერხიო ბუსკეტსი და ხერარდ პიკე განკარგავენ, რომელთა ნელ სიჩქარეებთან შეგუებაც დანარჩენ გუნდს უწევს.

აღსანიშნავია, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსგავსი პრობლემა აწუხებს ფრენკი დე იონგსაც.

8 თვის წინ
920 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 159
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ