2 წლის და 1 თვის წინ

"ეს სიამაყით გვავსებს" - "ბარსაში" ჟოაუზე ალაპარაკდნენ

ავტორი
Aa
რამდენიმე კვირის წინ ჟოაუ ფელიქსმა განაცხადა, რომ "ბარსელონაში" თამაში მისი ოცნებაა. ამის შემდეგ ბევრი დაიწერა იმაზე, თუ როგორ ცდილობს პორტუგალიელი თავდამსხმელი "ბლაუგრანაში" მოხვედრას.
ფელიქსის საგის შესახებ აზრი "ბარსას" ვიცე-პრეზიდენტს, რაფა იუსტეს ჰკითხეს.
"ის, რომ ჟოაუ ფელიქსის დონის ფეხბურთელი "ბარსელონაში" თამაშის სურვილს გამოხატავს... სიამაყით გვავსებს.
ეს აჩვენებს, რომ "ბარსა" ძლიერ პოზიციაზეა," - თქვა იუსტემ.
მიუხედავად ამ დადებითი კომენტარისა, ვიცე-პრეზიდენტს ერთი სიტყვაც არ უთქვამს იმაზე, რამდენად რეალურია "ატლეტიკოს" შემტევის "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში გადაბარგება.
ცნობისთვის, "ბარსას" მიერ ჟოაუს დამატების ყველაზე რეალური შესაძლებლობა იჯარა იქნება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
4 დღის და 20 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
1 კვირის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 6 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 6 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში