როგორც მოგეხსენებათ, უკვე ყველა სანდო წყარომ დაადასტურა, რომ ნეიმარ ჟუნიორი კარიერას საუდის არაბულ "ალ ჰილალში" გააგრძელებს. ბევრს ეს ნეის ევროპული კარიერის დასასრულად შეიძლება ჩაეთვალა, თუმცა, როგორც ჩანს, თავად მეგავარსკვლავი სხვაგვარად ფიქრობს.
L'Equipe-ს ცნობით, 31 წლის ბრაზილიელს "ბარსელონაში" დაბრუნების იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.
ფრანგული გამოცემა წერს, რომ ნეიმარს "ალ ჰილალთან" კონტრაქტი 2025 წელს ამოეწურება. სწორედ 2025 წელს "ბარსაში" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნებას ისურვებდა ფეხბურთელი.
ბრაზილიელს უნდა, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ორი წლის შემდეგ ჩაირიცხოს და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის უმაღლეს დონეზე მოემზადოს.
ნეიმარის სურვილი სურვილად, თუმცა ძალიან ძნელი წარმოსადგენია, კატალონიურმა გრანდმა თავისი უძღები შვილი საუდის არაბეთში გატარებული 2 სეზონის შემდეგ დაიბრუნოს. მით უმეტეს, თუ გუნდის მთავარი მწვრთნელი მაშინაც ჩავი იქნება, ეს ავტომატურად უნდა გამოვრიცხოთ.