2 წლის და 8 თვის წინ
პირადი თვითმფრინავი და სხვა სიკეთეები - რას მიიღებს ნეიმარი არაბეთში
პირადი თვითმფრინავი და სხვა სიკეთეები - რას მიიღებს ნეიმარი არაბეთში

ნეიმარი "ალ ჰილალში" წელიწადში თითქმის 150 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, - ირწმუნება L'Equipe.

როგორც ირკვევა, გარდა ძირითადი ხელფასისა, ბრაზილიელ მეგავარსკვლავს დამატებითი შემოსავლებიც ექნება.

ნეიმარს მოემსახურება პირადი თვითმფრინავი იმ ორი წლის განმავლობაში, როცა იგი "ალ ჰილალის" ღირსებას დაიცავს.

"ალ ჰილალის" მიერ მოგებულ ყოველ მატჩზე ნეის 80 ათასი ევრო დაერიცხება, ხოლო ყოველ პოსტზე ინსტაგრამზე - 500 ათასი ევრო.

კრიშტიანუ რონალდუს მსგავსად, ნეიმარსაც დართავენ ნებას, რომ იცხოვროს თავის მეგობარ გოგონასთან ერთად, მიუხედავად მათი ოფიციალურ ქორწინებაში არყოფნისა. მოგეხსენებათ, ახლო აღმოსავლეთში ეს წესით აკრძალულია.

აქვე შეგახსენებთ, რომ 31 წლის მეგავარსკვლავს "ბარსელონაში" დაბრუნება ძალიან უნდოდა, მაგრამ ჩავი ერნანდესმა ტრანსფერი პირადად დაბლოკა.


Facebook კომენტარები