3 წლის წინ
"ბარსელონას" საგარეო ფორმის წარმატების ამბავი
ავტორი
Aa
"ბარსელონას" საგარეო ფორმა, რომლის ძირითადი ფორმაც თეთრია, მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდუქტია.
გავრცელებული ცნობების თანახმად, აღნიშნული ფორმა NIKE-ის ყველაზე ტრენდული ნაწარმია 2023/2024 წლების სეზონში.
"ბლაუგრანაში" ამას ელოდნენ კიდეც. კატალონიური გრანდი ამ დიზაინით იოჰან კრუიფს მიაგებს პატივს - "ბარსას" თეთრი ფორმა სწორედ 1970-იანი წლების გარიჟრაჟზე ეცვა, როცა გუნდს "მფრინავი ჰოლანდიელი" ლიდერობდა.
შეგახსენებთ, რომ საგარეო ფორმა "ბარსას" პრესეზონის ორ მატჩში ემოსა. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" იგი "არსენალთან" (3-5) და "მილანთან" შეხვედრებში (1:0) მოირგეს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
10 თვის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
10 თვის და 4 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
11 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
11 თვის და 1 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი