9 თვის წინ
ლამინეს სერიოზული მსურველი ჰყავდა - უცნობი ამბავი
ლამინეს სერიოზული მსურველი ჰყავდა - უცნობი ამბავი

"მანჩესტერ სიტიმ" ლამინე იამალის დამატება გასულ წელს სერიოზულად ცადა, - იუწყება Mundo Deportivo.

"სიტიზენთა" სკაუტებმა ესპანელი შემტევის ტალანტი შეამჩნიეს და ეს კლუბის ხელმძღვანელობას შეატყობინეს. გეგმის თანახმად, ლამინეს "ჟირონაში" ("სიტი გრუპის" საკუთრებაში მყოფი კლუბი) ჩარიცხავდნენ, მანჩესტერში კი ამის შემდეგ წაიყვანდნენ.

მიუხედავად ამისა, სანამ "ქალაქელების" გეგმა განხორციელდებოდა, ჩავი ლამინეს ესაუბრა და დაარწმუნა, რომ მის პროექტში მნიშვნელოვანი ადგილი ექნებოდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში იამალი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც "ბარსას" ძირითად გუნდში ითამაშა. იგი 15 წლისა და 9 თვის იყო. 

16 წლის თავდამსხმელი პირველ გუნდში ადგილს უფრო და უფრო იკიდებს. დიდი ალბათობით, ლა ლიგის მე-2 ტურში, "კადისის" წინააღმდეგ ის სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინება. 


Facebook კომენტარები