9 თვის წინ
მესისთვის გამონაკლისი დაიშვება - რა ჩაიფიქრეს სამხრეთ ამერიკაში
მესისთვის გამონაკლისი დაიშვება - რა ჩაიფიქრეს სამხრეთ ამერიკაში

ლიონელ მესის ამერიკული თავგადასავალი შესანიშნავად მიმდინარეობს. ლეოს 6 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და "ინტერ მაიამისთან" ერთად ლიგების თასის ფინალშია, რომელშიც "ნეშვილს" დაუპირისპირდება. შესაბამისად, არსებობს შანსი, ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელმა თავისი პირველი ამერიკული ტიტული ძალიან მალე მოიგოს.

TyC Sports იუწყება, რომ 36 წლის მეგავარსკვლავის დამსახურებით "ინტერ მაიამის" კიდევ ერთი ისტორიული შანსი მიეცემა.

წყაროს თანახმად, CONMEBOL-მა დევიდ ბექჰემის კლუბი სამხრეთ ამერიკის მთავარ საკლუბო ტურნირზე, კოპა ლიბერტადორესზე მიიწვია.

როგორც წესი, ამ ტურნირში MLS-ისა და მექსიკის ჩემპიონატის წარმომადგენლები არ მონაწილეობენ, მაგრამ CONMEBOL-ის პრეზიდენტს "ინტერ მაიამის" მოწვევა ძალიან უნდოდა.

რას გადაწყვეტენ ფლორიდულ კლუბში ამის შესახებ, ჯერ უცნობია.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ნეშვილისა" და "ინტერის" ჯახი 20 აგვისტოს, თბილისის დროით 5 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები