1 წლის და 3 თვის წინ
გადამწყვეტი დღეები - ყველაფერი, რაც კანსელუს ტრანსფერზე უნდა იცოდეთ
გადამწყვეტი დღეები - ყველაფერი, რაც კანსელუს ტრანსფერზე უნდა იცოდეთ

"ბარსელონას" ჟოაუ კანსელუს ტრანსფერის მიმდინარე კვირაში დახურვა უნდა, - იუწყება SPORT.

პორტუგალიელი მარჯვენა მცველის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა ძალიან კარგად იცის, სად გადის "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შესაძლებლობების ზღვარი. მენდეშის მეცადინეობა და კანსელუს სურვილი, რომ "ბარსაში" ითამაშოს, ტრანსფერის განსახორციელებლად მთავარი ფაქტორები იქნება.

წყაროს თანახმად, "ბარსელონა" "მანჩესტერ სიტისთან" კონტაქტზე ჯერ არ გასულა. კატალონიური გრანდი მენდეშის მანევრებს ელოდება. კლუბში იმედოვნებენ, რომ ცნობილი აგენტი "ქალაქელებს" ჟოაუს იჯარა+გამოსყიდვის უფლების ფორმულით გაშვებაზე დაითანხმებს.

სწორედ "სიტისთან" კონსულტაციების შემდეგ შეატყობინებს მენდეში "ბარსელონას", შესაძლებელი იქნება თუ არა ტრანსფერის გაჩარხვა.

SPORT წერს, რომ ჟორჟემ "ბლაუგრანას" 29 წლის ფლანგელის დამატებაზე მუშაობის დაწყებისკენ რამდენიმე კვირის წინ უბიძგა. მენდეშმა ხელმძღვანელობას ამცნო ჟოაუს ხელფასის შემცირებისთვის მზადყოფნის შესახებ.

თავად "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელის გაყიდვა სურს და არა განათხოვრება. საუდის არაბული კლუბი მოთამაშეში თანხის გადახდისთვისაც არის მზად. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ძლიერ უნდა კანსელუს ჩავის გუნდში თამაში.

გამოცემის ინფორმაციით, "ბარსელონა" არც "რეალ ვალიადოლიდის" მარჯვენა მცველს, ივან ფრესნედას ეშვება. კანსელუს ალტერნატივად სწორედ ახალგაზრდა ესპანელი განიხილება.


Facebook კომენტარები