2 წლის და 10 თვის წინ
ლევანდოვსკი სკამზე უნდა გადაჯდეს? - რჩევა "ბარსას"
ავტორი
Aa
Sport-ის ჟურნალისტი ჟორდი ხილი "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბს ურჩევს, რომ გუნდის პოლონელ თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის დასვენების საშუალება მისცენ.
"რობერტ ლევანდოვსკი თავისი შესაძლებლობების ზღვარზეა. იგი დაღლილად გამოიყურება.
ლევანდოვსკის ძალიან უჭირს და ფერან ტორესს, რომელიც ბრწყინვალე ფიზიკურ კონდიციებშია, შეუძლია, რომ იგი დაასვენოს," - წერს ცნობილი ჟურნალისტი.
"ბლაუგრანას" 36 წლის ცხრიანს ლა ლიგის პირველ ტურში, "ხეტაფეს" წინააღმდეგ ძალიან მძიმე თამაში ჰქონდა. რობერტი მადრიდული გუნდის წინააღმდეგ ძალიან უფერულად გამოიყურებოდა, რამაც ხილს მსგავსი აზრი გაუჩინა.
შეგახსენებთ, რომ ფერან ტორესს შესანიშნავი პრესეზონი ჰქონდა. წინასასეზონო მატჩებში მან 3 გოლი გაიტანა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
7 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
8 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
8 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
8 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი