როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ზეგ ლა ლიგის მე-2 ტურის მატჩს ჩაატარებს. კატალონიელები შინ "კადისს" მიიღებენ.
მატჩამდე ერთი დღით ადრე "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა. ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
"დეკუსთან ჩემს ცუდ ურთიერთობაზე მოარული ხმები სიმართლეს არ შეესაბამება. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს."
"ალემანის წასვლა? ეს კლუბის გადაწყვეტილებაა, რომელიც დღეების წინ შევიტყვე."
"ოლიმპიურ სტადიონზე ჩვენი გულშემატკივრები დაგვჭირდებიან. "კადისთან" გაგვიჭირდება. სახლში ვთამაშობთ და ჩვენი საუკეთესო ვერსია უნდა ვაჩვენოთ."
"ფელიქსი? ნეიმარის მსგავსად, არ ვილაპარაკებ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც სხვა გუნდში ირიცხებიან. ვნახავთ, შეგვეძლება თუ არა შემადგენლობის გაძლიერება და ვისი დამატებით მოვახერხებთ ამას."
"ინიგო მომდევნო კვირაში გუნდთან ერთად იქნება."
"სხვა ფეხბურთელების დარეგისტრირებას ოპტიმისტურად ვუყურებ."
"არაუხო? განრიგი ძალიან მკაცრია. ვნახე, რომ პეპმა ამაზე ისაუბრა და მის აზრს სრულად ვიზიარებ."
"ნეიმარს წარმატებებს ვუსურვებ."
"ჩემი დისკვალიფიკაცია? საკუთარი თავი მეტად უნდა ვაკონტროლო."
"დიახ, მარჯვენა მცველის დამატება პრიორიტეტია."
"გუნდის მთავარი მიზანი უკეთესი ფეხბურთის თამაშია, ეს კი გამოცდილებასა და დროს მოითხოვს. ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს."
"ორიოლ რომეუთი კმაყოფილი ვარ. მას ბევრი რამ შეუძლია. ორიოლის საუკეთესო თვისება დაცვითი ბალანსია, მაგრამ იგი ბურთთან ერთადაც ბრწყინვალეა."
შეგახსენებთ, რომ "ბარსასა" და "კადისის" ჯახი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.