ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელი მარჯვენა მცველის, ჟოაუ კანსელუს "ბარსელონაში" გადაბარგება დროის საკითხია და ახლა კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
სანამ 29 წლის ფეხბურთელის "ბლაუგრანაში" გადაბარგება გაოფიციალურებამდე Tribuna.com გვთავაზობს 4 სავარაუდო ნომერს, რომელთაგან ერთ-ერთსაც ჩაიბარებს კანსელუ.
ნომერი 2 - "ბარსას" ჟოაუსთვის ამ ნომრის მიცემა იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ კლუბი სერჟინიო დესტს გაუშვებს.
ნომერი 14 - ეს ნომერი მემფის დეპაის "ატლეტიკოში" წასვლის შემდეგაა ვაკანტური.
ნომერი 19 - 19-იანი ფრანკ კესიეს არაბეთში გადაბარგების მერე გახდა თავისუფალი.
ნომერი 25 - "ბარსელონაში" 25 ნომრით ბოლოს პიერ-ემერიკ ობამეიანგი თამაშობდა.
აქვე გეტყვით, რომ 27 ნომერს, რომელიც კანსელუს ძალიან უყვარს, პორტუგალიელს კლუბი ვერ მისცემს, რადგან ლა ლიგა პირველი გუნდის ფეხბურთელებს 1-25 ნომრების აღებას ავალდებულებს.