2 წლის და 6 თვის წინ
"ბარსა" და "სიტი" შეთანხმდნენ - დეტალები
ავტორი
Aa
"ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი" ჟოაუ კანსელუს ტრანსფერზე შეთანხმდნენ, - იუწყება SPORT.
წყაროს თანახმად, პორტუგალიელი მარჯვენა მცველი "ბლაუგრანას" იჯარის წესით შეუერთდება. "ბარსას" 29 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვა 30 მილიონ ევროზე ოდნავ მეტ თანხად შეეძლება.
გამოსყიდვის უფლება გარდაიქმნება გამოსყიდვის ვალდებულებად, თუ ეს ორი პირობა შესრულდება:
1. კანსელუ მონაწილეობას ოფიციალური მატჩების 70%-ზე მეტში მიიღებს.
2. "ბარსელონა" გავა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში.
ხელფასის საკითხს ჟურნალისტი ჟორდი ხილი არ აზუსტებს, თუმც ესპანურ პრესაში მოარული ხმების თანახმად, ჟოაუ ჯამაგირს მნიშვნელოვნად შეიმცირებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი