3 წლის და 2 თვის წინ
ლა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა გოლეადორები- სიაში 3 “ბარსელონელია”
ლა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა გოლეადორები- სიაში 3 “ბარსელონელია”

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში “ბარსელონა” გუნდში აკადემიის ძალიან ბევრ მოთამაშეს აწინაურებს.

ამ კუთხით “ბლაუგრანამ” საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა და შედეგიც სახეზეა.

ლა ლიგის ცნობით, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გაიტანა პაბლო გავი გახლავთ.

გავიმ გოლის გატანა 18 წლისა და 184 დღის ასაკში მოახერხა, რაც მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგი გახლავთ.

ცნობისთვის, აღნიშნულ სიაში კიდევ 2 კატალონიელი მოხვდა. პედრი მე-3 ადგილს იკავებს, ანსუ ფატი კი მეოთხეა.


Facebook კომენტარები