"ლევანდოვსკი გაბრაზებულია" - ჩავი "რედ ბულზთან" მატჩის შემდეგ

"ლევანდოვსკი გაბრაზებულია" - ჩავი "რედ ბულზთან" მატჩის შემდეგ

ამერიკული ტურნეს ეგიდით გამართულ უკანასკნელ მატჩში "ბარსელონამ" "ნიო იორკ რედ ბულზს" ანგარიშით 2:0 მოუგო. "წითელი ხარების" კარის აღება უსმან დემბელემ და მემფის დეპაიმ შეძლეს.

შეხვედრის შემდეგ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა პრესკონფერენცია გამართა და როგორც ახლახანს დასრულებული შეხვედრა, ასევე მთლიანად პრესეზონი შეაფასა.

"ლევანდოვსკი გაბრაზებულია, მაგრამ ეს ნორმალურია. მსგავსი რამ დაემართა ლუის სუარესსაც, როცა ის "ბარსაში" მოვიდა. რობერტი გოლებს აუცილებლად გაიტანს."

"პრესეზონის ტურნე პოზიტიური იყო. სამუშაო კიდევ გვაქვს, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ."

"ფრენკი დე იონგისთვის სიგნალი არ გამიგზავნია. ვნახოთ, რა მოხდება, რადგან 31 აგვისტომდე ბევრი დროა დარჩენილი."

"გუნდი, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ, ყველაფრისთვის საბრძოლველადაა მზად."

"მინდა, ჩემი ცენტრალური მცველები ბურთს სწორად ეპყრობოდნენ. ერიკი და კრისტენსენი ამისთვის იდეალურები არიან. ვფიქრობ, არაუხოს კარგი მარჯვენა მცველობა შეუძლია."

"მინგესას გამო ბედნიერი ვარ და მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ."

"მსურს, რომ თითოეულ პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობისთვის მებრძოლი 2 ფეხბურთელი მყავდეს. ეს სასიამოვნო პრობლემაა."

"გასულ წელს მცირე შემადგენლობა გვყავდა. ახლა ბედნიერები ვართ, რომ უფრო სრულყოფილი გუნდი ვართ."

"დემბელე მიყვარს, როგორც ფეხბურთელი. მას ძალიან ვენდობი და ეს თავადად იცის. ჩემი აქ მოსვლის შემდეგ უსმანი მოედანზე განსხვავებას ქმნის. გავიხსენოთ გასულ წელს გაკეთებული 13 ასისტი. ახლა წარმოიდგინეთ, რა ფეხბურთელი გვეყოლება, თუ ის გოლების გატანას დაიწყებს."

"ფრენკის ცენტრალურ მცველად თამაში არაფერს ნიშნავს. ეს პრესეზონია და ფეხბურთელებს სხვადასხვა პოზიციებზე ვცდით. ნიკო ცენტრალურ მცველად ვათამაშე, რაფინია კი - მარცხნივ. სიგნალებს არ ვაგზავნი. ფეხბურთელებს სათქმელს პირდაპირ ვეუბნები."

"რაფინია "ბარსასთვის" ბრწყინვალე შენაძენია. არა მხოლოდ ამ სეზონის, არამედ მომავლის გამოც. ის თანაგუნდელებს უგებს, სწორად პოზიცინიორებს, შეუძლია გოლების გატანა, სტანდარტულებს ასრულებს და, რაც მთავარია, აჩვენებს, რომ მშიერია."

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" მომდევნო მატჩი გამპერის თასის ეგიდით შედგება. 6 აგვისტოს კატალონიელები მექსიკურ "პუმასს" დაუპირისპირდებიან.

 

1 კვირის წინ
7961 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 2505
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ