ჩავიმ ორი ფეხბურთელის გაშვებას მწვანე შუქი აუნთო

ჩავიმ ორი ფეხბურთელის გაშვებას მწვანე შუქი აუნთო

ცნობილი ჟურნალისტის, ლუის მასკაროს ინფორმაციით, ჩავი ერნანდესმა მემფის დეპაისა და სერჟინიო დესტის გაყიდვას მწვანე შუქი აუნთო.

ამერიკელი ფლანგელის წასვლა თითქმის გარდაუვალი გახდება, თუ "ბარსელონა" სეზარ აზპილიკუეტას შეიძენს.

დესტის გარემოცვის ცნობით, ახალგაზრდა მარჯვენა მცველს "კამპ ნოუს" დატოვება არ სურს, თუმცა მისი ტრანსფერზე დაყენების შანსი ძალიან დიდია.

რაც შეეხება მემფისს, "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ნიდერლანდელს პირდაპირ უთხრა, რომ ამ სეზონში სათამაშო წუთები ნაკლებად ექნება და მისთვის საუკეთესო ვარიანტი გუნდიდან წასვლაა.

"ბარსელონას" დეპაის გაყიდვა აქვს განზრახული, 28 წლის თავდამსხმელს კი უფასოდ უნდა წასვლა. ამას ორი მიზეზი აქვს: ერთი, რომ მემფისი "ბარსამ" უფასოდ დაიმატა, და მეორე ის, რომ იგი მცირე ხელფასზე თამაშს დასთანხმდა.

ცნობისთვის, ნიდერლანდელი ფორვარდის ტრანსფერიდან "ბარსა" დაახლოებით 20 მილიონი ევროს მიღებას იმედოვნებს. მემფისით ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული, დესტის მსურველთა ვინაობა კი ჯერ არ ვიცით.

1 კვირის წინ
3677 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 2501
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ