უღირსი საქციელი - როგორ "დაემშვიდობნენ" "ბაიერნის" ფანები ლევას

უღირსი საქციელი - როგორ "დაემშვიდობნენ" "ბაიერნის" ფანები ლევას

"ბარსელონას" პოლონელი ახალწვეული რობერტ ლევანდოვსკი დღეს მიუნხენში ჩავიდა, რათა თავისი ყოფილი კლუბის თანამშრომლებს დამშვიდობებოდა.

33 წლის თავდამსხმელი "ბაიერნის" სავარჯიშო ცენტრში შენიშნეს.

Sport1-ის ჟურნალისტის, კერი ჰაუს ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" გულშემატკივრები ლევანდოვსკის არც ისე ღირსეული ჟესტით დაემშვიდობნენ.

"ჰალა მადრიდ!" - ამ ფრაზას ყვიროდა ბავარიული გრანდის ზოგიერთი ქომაგი, როდესაც რობერტი კლუბის სავარჯიშო ცენტრს ტოვებდა.

გეცოდინებათ, რომ ნახსენები ფრაზა "ბარსელონას" მთავარი მტრის, "რეალის" სადიდებელი შეძახილია. მაშასადამე, ამ ადამიანებს რობერტის გაღიზიანება ჰქონდათ განზრახული.

როგორც ჩანს, "ბაიერნის" ფანები ლევანდოვსკის გუნდის დატოვებას ჯერ ვერ პატიობენ.

1 კვირის წინ
5256 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 2505
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ