Tribuna.com-მა "ბარსელონას" ფეხბურთელები "კადისთან" ნაჩვენები თამაშის მიხედვით შეაფასა.
ყველაზე მაღალი ქულა ცნობილმა ვებსაიტმა ლამინე იამალს დაუწერა. 16 წლის შემტევი 8.5 ქულით შეფასდა. "მარჯვენა გარემარბმა რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა და მთელი მატჩის განმავლობაში 100%-ით ფოკუსირებული ჩანდა," - ვკითხულობთ სტატიაში. 8.5 ქულა დაუწერეს გამარჯვების გოლის ავტორ პედრი გონსალესსაც.
ყველა შეფასება ასე გამოიყურება:
8.5 - ლამინე იამალი, პედრი გონსალესი
8 - ილქაი გიუნდოგანი
7.5 - ჟიულ კუნდე, ფერან ტორესი
7 - ორიოლ რომეუ, ანდრეას კრისტენსენი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, აბდე ეზალზული, ფრენკი დე იონგი
6.5 - პაბლო გავი, ანსუ ფატი
6 - სერხი რობერტო, ერიკ გარსია
4.5 - ალეხანდრო ბალდე
4 - რობერტ ლევანდოვსკი
შეგახსენებთ, რომ მატჩი ანგარიშით 2:0 დასრულდა. გარდა პედრისა, გოლი ფერან ტორესმაც შეაგდო.