წყენა დავიწყებულია - როგორ შეხვდნენ ალბა და კუნდე (ვიდეო)

ალბათ, ყველას გახსოვს გასული წლის დეკემბერში მომხდარი შემთხვევა, როცა "სევილია" - "ბარსელონას" მატჩის მიმდინარეობისას ჟიულ კუნდემ ჟორდი ალბას სახეში ბურთი ესროლა.

ფრანგი წითელი ბარათით დასაჯეს, ხოლო ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ბევრს აინტერესებდა, როგორი იქნებოდა ამ ფეხბურთელების შეხვედრა მას შემდეგ, რაც კუნდე "ბარსაში" გადმოვიდა და ალბას თანაგუნდელი გახდა.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ოფიციალური გვერდის ვიდეო ცნობისმოყვარეობას გვიკმაყოფილებს, რადგან კარგად ჩანს ჟორდის მეგობრული ჟესტი "ბარსას" ახალწვეულისადმი.

1 კვირის წინ
1773 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 2501
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ