აზპი ჩავის დაუკავშირდა - სამიზნის გადაწყვეტილება ცნობილია

აზპი ჩავის დაუკავშირდა - სამიზნის გადაწყვეტილება ცნობილია

სეზარ აზპილიკუეტა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" არ შეუერთდება, - იტყობინება ჟერარ რომერო.

წყაროს თანახმად, ესპანელი უკანახაზელი "ჩელსისთან'' კონტრაქტს ორი წლით გაახანგრძლივებს. ეს უახლოეს საათებში დადასტურდება.

32 წლის ფეხბურთელმა თავისი გადაწყვეტილება ჩავი ერნანდესს დღეს დილით ამცნო.

შეგახსენებთ, რომ აზპის "ბლაუგრანაში" ტრანსფერის მთავარი წამქეზებელი სწორედ "ბარსას" მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

ჩავის რწმენით, აზპილიკუეტა, რომელსაც დაცვის სამ პოზიციაზე შეუძლია თამაში, გუნდისთვის იდეალური დანამატი იქნებოდა.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ახლა სეზარის ალტერნატივა უნდა მოძებნონ.

1 კვირის წინ
637 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 2505
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ