"ბარსელონამ" რიკი პუჩის "ელეი გელექსიში" გადაბარგება ოფიციალურად დაადასტურა.
კლუბმა ესპანელი ნახევარმცველის გამოსყიდვის უფლება დაიტოვა.
გარდა ამისა, "ბარსას" რიკის მომდევნო ტრანსფერიდან თანხის 50% ერგება.
ოფიციალურ განცხადებაში არ წერია, რომ პუჩიში კალიფორნიელებმა რაიმე გადაიხადეს. მაშასადამე, კლუბს იგი უფასოდ გაუშვია.
გეტყვით, რომ 22 წლის რიკის "ბარსას" ძირითად გუნდში 56 მატჩი აქვს ჩატარებული. მან თავი 2 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.