"ბარსელონა" 2023 წელს ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის ყიდვას ეცდება, - იტყობინება Futbol Total.
ინგლისელი იქნება "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ვარსკვლავური შენაძენი, რითაც 2023-2024 წლების სეზონისთვის გუნდი სრულად დაკომპლექტება.
წყაროს თანახმად, "ბარსა" გაისად მხოლოდ თავისუფალ აგენტებს დაიმატებს, დაზოგილ თანხას კი მთლიანად ტრენტისკენ მიმართავს.
"ლურჯ-ბროწეულისფერნი" "ლივერპულის" მარჯვენა მცველში 80 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ.
ნაკლებსავარაუდოა, მერსესაიდულმა გრანდმა ალექსანდრ-არნოლდი მხოლოდ 80 მილიონის სანაცვლოდ გაუშვას, თუმცა Futbol Total-ი "ბარსას" იმედს ამ თანხაზე ამყარებს.
ცნობისთვის, 23 წლის ფეხბურთელს "წითლებთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.
პრემიერლიგაში ჩატარებულ 161 მატჩში ტრენტის მონაგარი 10 გოლი და 45 ასისტია. იგი დღეს თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.