"ბარსელონას" რადარზე 3 მარჯვენა მცველი გამოჩნდა

"ბარსელონას" რადარზე 3 მარჯვენა მცველი გამოჩნდა

სეზარ აზპილიკუეტამ ლონდონის "ჩელსისთან" კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ "ბარსელონას" მარჯვენა მცველის პოზიციის გაძლიერება სურს, პრიორიტეტად მიჩნეული ესპანელის ალტერნატივები უნდა მოძებნოს.

პრესაში გაჟღერებული ინფორმაციების თანახმად, მათი ძიება უკვე დაწყებულია.

Futbol TOtal-მა დაწერა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რადარზე ორი თავისუფალი აგენტი გამოჩნდა - მატეუ მორეი და სერჟ ორიე.

რაც შეეხება Sport-ს, ისინი კატალონიურ გრანდს დორტმუნდის "ბორუსიას" ფლანგელს, თომას მუნიეს უკავშირებენ.

"ბარსა" მუნიეთი დაინტერესებულია, თუმცა ყველაფერი "შავ-ყვითლების" მიერ დასახელებულ ფასზე იქნება დამოკიდებული. "ბლაუგრანას" მარჯვენა მცველში დიდი თანხის დახარჯვა არ სურს.

ბუნებრივია, არც ისაა გამორიცხული, "ბარსელონამ" კიდევ ერთი ახალწვეულის გაფორმებისგან თავი შეიკავოს და სეზონი სერჟინიო დესტი, სერხი რობერტოსა და რონალდ არაუხოს იმედზე გადააგოროს. ყველაფერს უახლოესი დღეები გამოაჩენს.

1 კვირის წინ
880 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 2504
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ