პატრიკ კლუივერტმა ერთხელ პაბლო გავი "მანჩესტერ სიტიში" გადასვლისგან გადაარწმუნა, - იტყობინება Diario AS.
ნიდერლანდელი მაშინ "ლა მასიაში" მუშაობდა და ახალგაზრდის პროგრესს ყურადღებით ადევნებდა თვალყურს.
გავის პრემირლიგურ გრანდებს ახლაც უკავშირებენ, თუმცა იგი უახლოეს დღეებში გააფორმებს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" ახალ კონტრაქტს.
2020 წელს, როცა პაბლო 16 წლის გახდა, მას "ბარსას" 19-წლამდელთა გუნდში ათამაშებდნენ. რონალდ კუმანმა ესპანელს მალევე მისცა ძირითად გუნდში თამაშის შესაძლებლობა.
უდიდესი ალბათობით, რიკი პუჩის წასვლის შემდეგ გავის "ბლაუგრანას" 6 ნომრიან მაისურს გადასცემენ.