ცნობილია: რამდენი ადამიანი დაესწრება ლევანდოვსკის პრეზენტაციას

ცნობილია: რამდენი ადამიანი დაესწრება ლევანდოვსკის პრეზენტაციას

როგორც მოგეხსენებათ, დღეს "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" პოლონელი ახალწვეულის, რობერტ ლევანდოვსკის პრეზენტაცია შედგება.

ჟერარ რომერომ ამ ღონისძიების ყველაზე საინტერესო დეტალები გაგვაცნო.

ესპანელი ჟურნალისტის თანახმად, 33 წლის ცენტრფორვარდის წარდგენას 45 ათასი ადამიანი დაესწრება. "კამპ ნოუ" თითქმის სანახევროდ იქნება შევსებული, რაც პრეზენტაციისთვის შესანიშნავი შედეგია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ რობერტს 9-ნომრიანი მაისურით წარადგენენ.

9 ნომერი ახლა მემფის დეპაის ეკუთვნის, ამიტომ "ბარსას" ეს ჟესტი ორ რამეს ნიშნავს - ან ნიდერლანდელი თავდამსხმელი თმობს თავის ნომერს, ან მისი წასვლა გადაწყვეტილია.

ცნობისთვის, ლევანდოვსკის პრეზენტაცია თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

*განახლება: ოფიციალური ცნობებით, პრეზენტაციას 57 ათასზე მეტი ადამიანი ესწრება.

1 კვირის წინ
453 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 2501
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ