"ბარსელონა" ალონსოს შეძენასთან ძალიან ახლოსაა

"ბარსელონა" ალონსოს შეძენასთან ძალიან ახლოსაა

"ბარსელონა" მარკოს ალონსოს შეძენასთან ძალიან ახლოსაა, - იტყობინება ფაბრიციო რომანო.

"ჩელსი" და "ბლაუგრანა" ახლა მოლაპარაკებების დასკვნით ფაზაში არიან. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ტრანსფერი მომდევნო კვირაში დადასტურდება.

"ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ესპანელთან შეთანხმებას თვეების წინ მიაღწიეს. ახლა ისღაა დარჩენილი, რომ "არისტოკრატების" თავკაცმა, თომას ტუხელმა გარიგებას მწვანე შუქი აუნთოს.

"ბარსას" "სტემფორდ ბრიჯიდან" სეზარ აზპილიკუეტას წაყვანაც ჰქონდა განზრახული, თუმცა კაპიტანმა "ლურჯებთან" წუხელ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ცნობისთვის, ალონსო "კამპ ნოუზე" ჟორდი ალბას რეზერვისტად მოდის.

ბრიტანული პრესის თანახმად, 31 წლის ფეხბურთელში "ბარსელონა" 7 მილიონ ფუნტს გადაიხდის.

1 კვირის წინ
223 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 2505
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ