პიკე და ბუსკეტსი ხელფასების შესამცირებლად მზად არიან

პიკე და ბუსკეტსი ხელფასების შესამცირებლად მზად არიან

ესპანურ პრესაში გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, ჟოან ლაპორტა და მატეუ ალემანი გუშინ "ბარსელონას" ორ კაპიტანს - სერხიო ბუსკეტსა და ხერარდ პიკეს შეხვდნენ.

პიკე შეხვედრაზე აგენტთან ერთად იყო წარმოდგენილი, ხოლო სერხიო - აგენტის გარეშე. ბუნებრივია, მთავარი განსახილველი საკითხი კი ხელფასების შემცირება გახლდათ.

Mundo Deportivo-ს როხერ ტორელოს ინფორმაციით, გუნდის დასახმარებლად ორივე ვეტერანი მზადაა.

სერხიოც და ხერარდიც სრულ მზადყოფნას აცხადებენ ანაზღაურების ან დასაკლებლად, ან მომავალზე გადასანაწილებლად.

თუ ახალწვეულთა დასარეგისტრირებლად ამ ზომების მიღება იქნება საჭირო, ორივე "ლა მასიელი" უკან არაფერზე დაიხევს.

ფეხბურთელთა აგენტებთან "ბარსას" კიდევ მოუწევს შეხვედრა, რათა გარკვეული პირობები შეადგინონ, თუმცა კატალონიურ გრანდში უკვე იციან, რომ თავიანთი ლეგენდების იმედი შეიძლება ჰქონდეთ.

1 კვირის წინ
221 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 2501
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ