"ეს განსაკუთრებულია" - ლევანდოვსკის პირველი სიტყვები "კამპ ნოუზე"

"ეს განსაკუთრებულია" - ლევანდოვსკის პირველი სიტყვები "კამპ ნოუზე"

"ბარსელონამ" გუნდის პოლონელი თავდამსმხელი, რობერტ ლევანდოვსკი ოფიციალურად წარადგინა.

მაშინ, როდესაც 33 წლის შემტევი მოედანზე გადიოდა, მას ზურგზე 9 ნომერი ეწერა.

როგორც ჩანს, რობერტი "ლურჯ-ბროწეულიფერთა" ახალი ცხრიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მემფის დეპაი გუნდს ან დატოვებს, ან ნომერს შეიცვლის.

აქვე გთავაზობთ ლევანდოვსკის პირველ სიტყვებს "კამპ ნოუზე":

"გამარჯობა, კულეებო, აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. 

ამ სტადიონზე ჩვენ უამრავ გოლსა და გამარჯვებას მოგიტანთ. იმედია, თქვენ თითოეულ შეხვედრაში გვიქომაგებთ.

ამდენი ფანის სტადიონზე ნახვა საოცარია. ეს ჩემთვის განსაკუთრებულია. დარწმუნებული ვარ, რომ "კამპ ნოუზე" ამ სეზონის ყველა მატჩში მაგია იტრიალებს. ვიმედოვნებ, საბოლოო ჯამში, ტიტულებს მოვიგებთ.

ვიცი, რომ ფანები ამ სტადიონზე ჩვენს საგულშემატკივროდ მოდიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ გამპერის თასზე ფანები მოვლენ და მხარს დაგვიჭერენ. დიდი მადლობა."

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნს" რობერტში "ბარსამ" 45 მილიონი ევრო გადაუხადა.

 

1 კვირის წინ
450 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 2505
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ