Mundo Deportivo-ს როხერ ტორელო იუწყება, რომ მარკოს ალონსო "ბარსელონაში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
წყაროს თანახმად, ესპანელი მარცხენა მცველი "ჩელსის" ზოგიერთ თანამშრომელს დაემშვიდობა კიდეც.
მარკოსი კატალონიაში გაფრენასა და ტრანსფერის დახურვას მომავალ უქმეებზე გეგმავს.
ვიქტორ ნავაროს თანახმად, "ბლაუგრანას" ყველაფრის დასრულება რაც შეიძლება მალე სურს. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ამისთვის ყველაფერი გაიღეს.
31 წლის ფეხბურთელის სავარაუდო ღირებულებად 7 მილიონი ფუნტი სახელდება.