Mundo Deportivo-ს ცნობით, ის, რომ 9 ნომრიანი მაისური რობერტ ლევანდოვსკის გადაეცემოდა, მემფის დეპაის პოლონელის პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე უთხრეს.
ნიდერლანდელს უკმაყოფილება არ გამოუხატავს. მემფისმაც და მისმა აგენტმაც კარგად იციან, რაოდენ დიდია თავდამსხმელის "კამპ ნოუდან" ამ ზაფხულსვე აბარგების შანსი.
წყაროს თანახმად, ლევა დეპაის ამ საკითხზე პირადადაც ესაუბრა. საუბარი დღევანდელი სავარჯიშო სესიის წინ შედგა და მასში დაძაბულობის ნატამალიც არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის შემტევი წასვლასთან ძალიან ახლოსაა.
მემფისს აქტიურად უკავშირებენ ტურინის "იუვენტუსსა" და "ევერტონს" უკავშირებენ.
"ლურჯ-ბროწეულისფერთ" ნიდერლანდელში 20 მილიონი ევროს მიღება სურთ.