"ბარსა" ფეხბურთელებს ვერ არეგისტრირებს - 2 საჭირო ნაბიჯი

"ბარსა" ფეხბურთელებს ვერ არეგისტრირებს - 2 საჭირო ნაბიჯი

ლა ლიგიდან "ბარსელონას" შეუთვალეს, რომ ახალ ფეხბურთელებს ფინანსური მიზეზების გამო ვერ დაარეგისტრირებენ, - იუწყება Diario SPORT.

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად "ბლაუგრანას" მესამე ეკონომიკური ბერკეტის გააქტიურება მოუწევს. მესამე ბერკეტად "ბარსა სტუდიოს" 24.5%-იანი წილის გაყიდვა განიხილება.

გარდა ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" აუცილებლად უნდა გაუშვან რამდენიმე ფეხბურთელიც.

გასაყიდ ფეხბურთელთა შორის მოწინავენი ფრენკი დე იონგი და მემფის დეპაი არიან.

"ბარსელონას" ახლა ერთბაშად 7 ფეხბურთელი ჰყავს დასარეგისტრირებელი: უსმან დემბელე, სერხი რობერტო, ფრანკ კესიე, ანდრეას კრისტენსენი, რაფინია, რობერტ ლევანდოვსკი, ჟიულ კუნდე.

ლა ლიგას "ბარსა" 13 აგვისტოს დაიწყებს "რაიო ვალეკანოსთან" ჯახს. ჩავის სურს, რომ ამ დროისთვის მის განკარგულებაში გუნდის ყველა წევრი იყოს.

6 დღის წინ
1666 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 2501
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ